საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდებში საქართველოსა და ამიერკავკასიაში მცხოვრები გერმანელების შესახებ დაცული XIX-XX საუკუნეების დოკუმენტები ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი: https://archival-services.gov.ge/germanelebi/
საქართველოში გერმანელები 1817 წლიდან დასახლდნენ და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.
ელექტრონულ კატალოგში წარმოდგენილია საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, რომელიც ეხება: გერმანული კოლონიების დაარსებას; კოლონიების მმართველობის სტრუქტურას; მიწათმფლობელობის საკითხებს; საკომლო აღწერას;სკოლებისა და სასწავლებლების მშენებლობას; ევანგელისტ-ლუთერანი მრევლის საქმიანობას;მისიონერთა მოღვაწეობას;ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების მშენებლობას და სხვ.
ონლაინკატალოგი მოიცავს 10-ზე მეტი საარქივო ფონდის 400-მდე საქმეს.