საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს შემეცნებით-საგანმანათლებლოპროექტ "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის" დასკვნითი ეტაპის - ვიქტორინის - პირველი ნაწილი გაიმართა.
მონაწილე 20 სკოლიდან ვიქტორინის მეოთხედფინალში გადავიდა რვა სკოლა:1. „ΝΚ“2. 130-ე სკოლა3. მე-5 სკოლა4. „კანდიდი“5. 108-ე სკოლა6. „პოლიგლოტი“7. 146-ე სკოლა8. 99-ე სკოლა
პროექტის გამარჯვებულები ხვალ, 25 მაისს გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მოთამაშე. მათთან ერთად, ეროვნული არქივის მიერ დაწესებულ სხვადასხვა პრიზსა და სიგელს მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებიც მიიღებენ. მონაწილის სერტიფიკატი ყველა სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა.
შემეცნებით-საგანმანათლებლოპროექტი "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" 20 აპრილს დაიწყო. თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა 7-კაციანი გუნდი, რომლებიც 5 ჯგუფში სპეციალურ კენჭისყრაზე განაწილდნენ.პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი და 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას შეეხება. არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი აღნიშნული თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესებას და მათთვის საარქივო მასალის გაცნობას ემსახურება.