საგანმანათლებლო პროექტის ფინალში 52 სკოლის გუნდი გადავიდა - საქართველოს ეროვნული არქივი

საგანმანათლებლო პროექტის ფინალში 52 სკოლის გუნდი გადავიდა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - ფინალური თამაშის მონაწილეები გამოვლინდა.

პროექტის დასკვნით ნაწილში 52 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი ითამაშებს. ფინალში მოხვდნენ გუნდები, რომელთაც ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 14 და მეტი ქულა დააგროვეს.

ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 18 აპრილს ერთდროულად გაიმართა. მასში მონაწილეობისათვის 284 საჯარო და კერძო სკოლა იყო რეგისტრირებული და თამაშზე 261 გუნდი გამოცხადდა. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი 2015 წლიდან ტარდება და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?” უძღვება.

პროექტის ფინალური თამაში 22 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება (მის. თბილისი, რუსთაველის გამზ. #29).