საგალობლები საქართველოს ეროვნული არქივის ფონოკოლექციიდან - საქართველოს ეროვნული არქივი

საგალობლები საქართველოს ეროვნული არქივის ფონოკოლექციიდან

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საგალობლების აუდიოკოლექციის ნიმუშები ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნდა: https://archive.gov.ge/ge/kartuli-sagaloblebi-1.

ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას 2021 წლის 2 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარდგენით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ამ მოვლენის აღსანიშნავად ეროვნული არქივის ვებგვერდზე წარმოდგენილი საგალობლების უძველესი ჩანაწერი 1907 წლით თარიღდება, უახლესი კი - 2019 წლით.