„კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში ეროვნული არქივი წარმოგიდგენთ „სადღესასწაულოს“ ერთ-ერთ უძველეს - XIII საუკუნის - ხელნაწერს წმიდა ბარბარეს მსახურებით.
წმიდა ბარბარეს ხსენება უძველეს ქართულ ლიტურგიკულ ძეგლებში გვხვდება.
ბარბარობა 4/17 დეკემბერს აღინიშნება ერთ-ერთი მსოფლიო მამის, იოანე დამასკელის, ხსენებასთან ერთად.
დოკუმენტი განთავსდა როგორც ეროვნული არქივის ვებგვერდზე -http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ისე არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
„კვირის დოკუმენტის“ მიზანია, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა.