„საბჭოთა საქართველოს“ პრემიერა კინოს სახლში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის მიერ გადაღებული ფილმის „საბჭოთა საქართველო“ პრემიერა 29 ოქტომბერს კინოს სახლში გაიმართა.
დოკუმენტური ფილმის „საბჭოთა საქართველო“ ხანგრძლივობა 75 წუთია. იგი შექმნილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ვიზუალური და წერილობითი ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე. ამასთან, ფილმი შეიცავს დადგმულ სცენებს და მხატვრულ სადიქტორო ტექსტს.
ფილმის რეჟისორის თქმით, „საბჭოთა საქართველო“ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღწერს სამოცდაათწლიან საბჭოთა ცხოვრებასა და ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენებს, როგორც საქართველოში, ისე, ზოგადად, საბჭოთა კავშირში. აქცენტი გადატანილია ქართული საზოგადოების ყოფაზე ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში.
ფილმზე მუშაობა 2009 წლის იანვრიდან დაიწყო და 2009 წლის აგვისტოში დასრულდა.
„საბჭოთა საქართველო“ წარდგენილი იყო კიევის საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე, სადაც მოწონება დაიმსახურა, ვფიქრობ, ფილმი ქართველ მაყურებელსაც მოეწონება“, - აღნიშნა პრემიერაზე ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.
ამ ეტაპზე არსებობს ფილმის ქართული და რუსული ვერსია, ხოლო ინგლისურ ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა.