„ქართველი ებრაელების 26 საუკუნოვანი ისტორია“ – გამოფენა არგენტინაში - საქართველოს ეროვნული არქივი

„ქართველი ებრაელების 26 საუკუნოვანი ისტორია“ – გამოფენა არგენტინაში

მიმდინარე წლის 9 -24 ივნისს არგენტინის გენერალური არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ქართველი ებრაელების 26 საუკუნოვანი ისტორია“, რომელიც იმართება არგენტინაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ეროვნული არქივის, არგენტინის გენერალური არქივის, არგენტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბუენოს-აირესის ჰოლოკოსტის მუზეუმისა და არგენტინაში ებრაული თემის წარმომადგენლობითი ორგანოს DAIA-ს პატრონაჟით.

გამოფენაზე სხვა ორგანიზაციების მასალასთან ერთად წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველი ებრაელების ყოფის ამსახველი ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალა.