საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს პოლონელი სტუმრები, ქალაქ ლუბლინის მარი სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები, ეწვივნენ .
ვიზიტი საერთაშორისო ასოციაცია „Georgia for Friends“-ის ხელშეწყობით განხორციელდა.სტუმრები შეხვდნენ ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს და მისგან მიიღეს ინფორმაცია ეროვნული არქივის მუშაობისა და პოლონელ კოლეგებთან თანამშრომლობის შესახებ.
პოლონელი სტუდენტები ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში დოკუმენტების რესტავრაციის პროცესს გაეცნენ, ამასთან, დაათვალიერეს ეროვნულ არქივში დაცული სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტი, მათ შორის, პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობის ამსახველი მასალა.
ასოციაცია „Georgia for Friends“ მსგავსი საგანმანათლებლო ტურების მოწყობას ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის სამომავლოდაც გეგმავს