ეროვნული არქივი წარმოგიდგენთ კვირის დოკუმენტს - პირველ სატელევიზიო დადგმას, „ბებრები“, რომელიც გადაღებულია 1957 წელს რეჟისორ მერაბ ჯალიაშვილის მიერ.
როლებს ასრულებენ: სესილია თაყაიშვილი და სანდრო ჟორჟოლიანი.
დადგმის კინოფირი ეროვნულ არქივს მერაბ ჯალიაშვილის შვილმა, დიმიტრი ჯალიაშვილმა ორი კვირის წინათ რეჟისორის პირად არქივთან ერთად გადასცა.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.