საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტის მონაწილეებმა მათი კვლევების პრეზენტაცია დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამართეს.
სტუდენტური კვლევითი პროექტი საქართველოს პირველი რესპულიკის ისტორიას შეეხება.
პროექტში მონაწილეობისათვის კონკურსის წესით შერჩეული ოთხი სტუდენტი ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში ორი თვის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თემაზე:
პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების შესწავლა, დასკვნების გამოტანა და გააზრება; იმ სტუდენტთა წახალისება, რომელთაც სურთ მომავალში იკვლიონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია.
ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევრისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, რაშიც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფას და საჭირო მასალაზე - საარქივო პირველწყაროზე - მუშაობა.
სტუდენტურ პროექტს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი.