პირველი რესპუბლიკის შესახებ ყოველკვირეული რუბრიკა „იმედის დილაში“ - საქართველოს ეროვნული არქივი

პირველი რესპუბლიკის შესახებ ყოველკვირეული რუბრიკა „იმედის დილაში“

„იმედის დილისა“ და საქართველოს ეროვნული არქივის ერთობლივი პროექტი - „დამოუკიდებლობის ქრონიკები“ - დღეიდან დაიწყო.

2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. ეროვნული არქივი ამ თარიღს არაერთი ღონისძიებით ხვდება. მათ შორისაა ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში ყოველკვირეული რუბრიკა, რაც 1918-21 წლების საქართველოს ისტორიის საინტერესო დეტალების საზოგადოებისათვის გაცნობას ემსახურება.

„იმედის დილის“ წამყვანი გოდერძი შარაშია, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებასთან თანამშრომლობით, მაყურებლებს მთელი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ მოუმზადებს რუბრიკას საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიებსა და მოღვაწეებზე.

ეროვნული არქივი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მდიდარ და მრავალფეროვან მასალას ინახავს. ახალი სატელევიზიო რუბრუკა ამ მასალაზე საზოგადოების ხელმისაწვდომიბის გაზრდას ემსახურება.