ნინოწმინდის, ყაზბეგისა და ჩოხატაურის არქივების მომსახურების ცენტრების ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩევა გამოცხადდა - საქართველოს ეროვნული არქივი

ნინოწმინდის, ყაზბეგისა და ჩოხატაურის არქივების მომსახურების ცენტრების ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩევა გამოცხადდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების ნინოწმინდის, ყაზბეგისა და ჩოხატაურის ადგილობრივი არქივების მომსახურების ცენტრების ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩევა გამოცხადდა. შერჩევა განხორციელდება ზოგად უნარებში ტესტირების, გასაუბრების, კომპიუტერზე მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შემოწმების გზით. კანდიდატებს მოეთხოვებათ ვაკანსიის შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა. შერჩევაში მონაწილეობის მსურველებმა 2010 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით ეროვნულ არქივში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: განცხადება; ავტობიოგრაფია; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; დიპლომი ან შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ. შერჩევაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი წლის შრომის სტაჟი საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათი სისტემის დაწესებულებებში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, №1; ტელ.: (995 32) 374925) და ეროვნული არქივის ვებსაიტზე, ვაკანსიების განყოფილებაში.