დღეს საქართველოს მწერალთა სახლში ქართველი მწერლისა და მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის, დაბადებიდან 160 წლის იუბილეს აღსანიშნავადგამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ივანე მაჩაბლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალა ეროვნული არქივის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებიდან. მათ შორისაა: ივანე მაჩაბლის დაბადებისა და ქორწინების ჩანაწერები, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მოღვაწეობის დოკუმენტები, ასევე ფოტოები და პირადი წიგნები.
გამოფენა 3 დღეს გაგრძელდება.