საქართველოს მთავრობის აქცია „ანგარიში ხალხს“ 16 სექტემბერს ქუთაისში გაიმართა. ღონისძიებაში ყველა სამინისტრო მონაწილეობდა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ხალხს საქმიანობის ანგარიში წარუდგენა.იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა და არქივის თანამშრომლებმა მოქალაქეებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.ეროვნულ არქივში შემუშავდა და ინერგება მოქალაქეთა მომსახურების კომპიუტერული პროგრამა. ზოგადად, მომსახურების გაუმჯობესება უწყების მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარეობს ეროვნული საარქივო ფონდის ელექტრონულ ფორმატში გადატანა. დიდი ყურადღება ეთმობა ეროვნული საგანძურის დაცვის პირობების გაუმჯობესებასა და უნიკალური დოკუმენტების რესტავრაციას.გარდა ამისა, მუდმივად ტარდება გამოფენები და სხვა ღონისძიებები ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური დოკუმენტების საზოგადოებისათვის გასაცნობად.აქცია „ანგარიში ხალხს“ 5 სექტემბერს თბილისში, 7 სექტემბერს - რუსთავში, ხოლო 9 სექტემბერს - თელავში გაიმართა.