მომსახურების გაუმჯობესების თემაზე ქუთაისის ცენტრალურ არქივში სემინარები გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში მოქალაქეთა მომსახურების თემაზე არქივის თანამშრომლებისათვის 25 და 26 ივლისს სემინარები გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ადგილობრივი არქივების ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან მოქალაქეებს. სწავლებას ამ სფეროს ექსპერტი ნანა გოგოხია უძღვებოდა.
სემინარის მიზანია ეროვნულ არქივში მომსახურების გაუმჯობესება და სტანდარტების დახვეწა.
სემინარები გაიმართა ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის, ასევე, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ადგილობრივი არქივების თანამშრომელთათვის. მომსახურების გაუმჯობესების საკითხზე სემინარები გაგრძელდება.