მერაბ კოკოჩაშვილი „დიდი მწვანე ველის“ შექმნის შესახებ - საქართველოს ეროვნული არქივი

მერაბ კოკოჩაშვილი „დიდი მწვანე ველის“ შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვიდეოპროექტის „ერთი ფილმის ისტორია“ ფარგლებში დღეს ეროვნულ არქივს კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ეწვია და „დიდი მწვანე ველის“ (1967 წელი) შექმნის ამბავი გაიხსენა.

ეროვნული არქივის პროექტის ფარგლებში, ცნობილი ქართული მხატვრული ფილმების შექმნის შესახებ თავად რეჟისორები მოუთხრობენ მაყურებელს. ამ დროისათვის უკვე ხელმისაწვდომია ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავის“, რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის მამისა“ და ნანა მჭედლიძის „იმერული ესკიზების“ ისტორია.

აღნიშნული კინოდოკუმენტები ეროვნულ არქივში ინახება, ამასთან, ხელმისაწვდომია სოციალური მედიის საშუალებით და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.