„მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა“, „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“ - აღდგენილი ფილმები ეროვნული არქივის კინოდარბაზში - საქართველოს ეროვნული არქივი

„მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა“, „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“ - აღდგენილი ფილმები ეროვნული არქივის კინოდარბაზში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი აღდგენილი ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებებს მასპინძლობს. 60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის ფარგლებში 10, 11 და 12 ივნისს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება ალექსანდრე რეხვიაშვილის „მე-19 საუკუნის ქრონიკა“ (1978), ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ (1975) და ელდარ შენგელაიას „შერეკილები“ (1974).

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ კინოჩვენებებზე ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრებია წარმოდგენილი. მომდევნო ჩვენებებზე მაყურებელი იხილავს მხატვრულ ფილმებს: მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი, მწვანე ველი“ და რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება". რეტროსპექტივას 19 ივნისს თენგიზ აბულაძის "მონანიება" დახურავს.

ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით. რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში 27 მაისიდან მიმდინარეობს. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.