მცხეთის ერთ-ერთი უძველესი ფოტო - კვირის დოკუმენტი - საქართველოს ეროვნული არქივი

მცხეთის ერთ-ერთი უძველესი ფოტო - კვირის დოკუმენტი

მცხეთისა და სვეტიცხოვლის ერთ-ერთი უძველესი ფოტო. გადაღებულია 1858 წლის აგვისტოში. ფოტოგრაფი: ალექსანდრე ივანიცკი.

ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, ალექსანდრე ივანიცკის 5-სურათიან ფოტოალბომში, რომელშიც დანარჩენი სურათები ძველ თბილისს ასახავს.

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.