„ლურჯი ფარის“ 25 წლის იუბილე – ეროვნულმა არქივმა ვებინარში მიიღო მონაწილეობა - საქართველოს ეროვნული არქივი

„ლურჯი ფარის“ 25 წლის იუბილე – ეროვნულმა არქივმა ვებინარში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა „ლურჯი ფარის“ ("Blue Shield") საერთაშორისო კომიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ვებინარში მიიღეს მონაწილეობა. საუბარი შეეხო ორგანიზაციის საქმიანობას, მიზნებსა და სამომავლო გეგმებს.

ეროვნული არქივი „ლურჯი ფარის“ ეროვნული კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია (2013 წელი) და აქტიურად არის ჩართული მის საქმიანობაში. ორგანიზაცია კრიზისულ სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების ეროვნულ დონეზე შემუშავებას ემსახურება.

„ლურჯი ფარი“ აერთიანებს პროფესიულ ორგანიზაციებს არქივების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების სფეროში (ICA, IFLA, ICOM და ICOMOS) და მისი მიზანია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მატერიალური და არამატერიალური ძეგლების დაცვა ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისგან; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მემკვიდრეობის ღირებულებებისა და მის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.