„ლიტვა და საქართველო ისტორიულ წყაროებში“ - გამოფენა ქალაქ კაუნასში - საქართველოს ეროვნული არქივი

„ლიტვა და საქართველო ისტორიულ წყაროებში“ - გამოფენა ქალაქ კაუნასში

„ლიტვა და საქართველო ისტორიულ წყაროებში“ - ამ სახელწოდების გამოფენა კაუნასის რეგიონულ არქივში საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა და ლიტვის მთავარმა არქივისტმა, რამოჟი კრაუჟელისმა გახსნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ლიტვის კულტურის ვიცე-მინისტრი რომას ჯაროკისი, კაუნასში ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის რექტორი იოზას აუგუტისი და კაუნასის რეგიონული არქივის წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ლიტვის ცენტრალური სახელწიფო არქივი. გამოფენაზე წარმოადგინეს ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კაუნასის რეგიონულ არქივში, ლიტვის სახელმწიფო საისტორიო არქივში, კაუნასის რეგიონის საჯარო ბიბლიოთეკასა და მაირონის სახელობის ლიტვის ლიტერატურის მუზეუმში.

გამოფენაზე, რომელიც 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, საქართველოს ეროვნული არქივის მხრიდან წარმოდგენილია საქართველოს, ლიტვისა და ევროპის რუკები; კირიონ მეორის ფონდში დაცული წერილები, პოჟაისკის მონასტერთან დაკავშირებული ცნობები; ინფორმაცია ლიტველი ინტელიგენციის მიერ ლიტვის ავტონომიის მოთხოვნის შესახებ; ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ამსახველი მასალა (1920-1930); ლიტვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტის, ალგირდას ბრაზაუსკასის, საქართველოში ვიზიტის ფოტოქრონიკა (1996 წ.) და სხვ.