ლანა ღოღობერიძის ფილმების კინოფირები ეროვნულ არქივში შეინახება - საქართველოს ეროვნული არქივი

ლანა ღოღობერიძის ფილმების კინოფირები ეროვნულ არქივში შეინახება

კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს საკუთარი მხატვრული ფილმების - „დღეს ღამე უთენებია“ (1983), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978) და „ორომტრიალი“ (1986) – 35მმ-იანი კინოფირის პოზიტიური ასლები გადასცა.

ეროვნული არქივის კინოგანყოფილება ახალ დოკუმენტებს საარქივო წესით დაამუშავებს, რის შემდეგაც კინოფირები თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საცავში გადაინაცვლებს და დაინტერესებული პირებისათვის მკვლევართა დარბაზის მეშვეობით გახდება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ლანა ღოღობერიძემ მონაწილეობა მიიღო ეროვნული არქივის პროექტში „ერთი ფილმის ისტორია“. მან პროექტის ავტორის, გიორგი კაკაბაძის ვიდეოკამერის წინ გაიხსენა ფილმის - „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ - გადაღების ისტორია. იხილეთ ჩანაწერი: