ლაბსყალდის ოთხთავი (XII-XIII სს.) - კვირის დოკუმენტი - საქართველოს ეროვნული არქივი

ლაბსყალდის ოთხთავი (XII-XIII სს.) - კვირის დოკუმენტი

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ლაბსყალდის ოთხთავის (XII-XIII სს.) ფოტო, რომელიც გადაღებულია 1910 წელს დიმიტრი ერმაკოვის მიერ.

ოთხთავი ამჟამად დაცულია სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში.

ფოტოზე საინტერესო ანარეკლია: მთავარანგელოზები ხელში პანტოკრატორის ხატით. ანარეკლზე წარმოდგენილი ხატი ამ ეტაპზე ვერ მოიძებნა.

ფოტო დაცულია კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში.

კვირის დოკუმენტი ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.