ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ალექსანდრე სუხიტაშვილის სახელზე შექმნილი ჟანდარმერიის ბარათი, რომლის ფოტოზე სუხიტაშვილთან ერთად არიან: ხარებო ჯიბუტი (მეტსახელად ლეკი) და გოგია კენკიშვილი.
ცნობილი ქართული მხატვრული ფილმი „ხარება და გოგიას“ პროტოტიპები ბარათის ფოტოზე იარაღასხმული არიან. ბარათის მეორე გვერდზე მოგვიანებით მიუწერიათ - „დახოცეს სოფელ ველისციხესთან ახლოს“.
ბარათის შედგენის თარიღი უცნობია.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.