თამარ მეფის ხელრთვა - „ქ. მტკიცე ყოს ღმერთმან შეუცვალებელად“ [1195-1196]
ხელრთვა დართულია თამარ მეფის მიერ შიომღვიმისადმი გაცემულ შეწირულების სიგელზე.
თამარის დამტკიცების გარდა, სიგელს ახლავს დავით სოსლანის ხელრთვა: „ქ. მე, მეფესა დავითსაცა დამიმტკიცებია. მტკიცეა ნებითა ღმრთისაითა“.
საბუთის დამწერი - მწიგნობარი იაკობ იწრელისძე.
საბუთის დედანი დაკარგულია. შემორჩენილია მისი ფოტოპირები, ფოტონეგატივები, XIX საუკუნეში გადაწერილი პირი და ეროვნულ არქივში დაცული, 1911 წელს სარგის კაკაბაძის მიერ შესრულებული პალეოგრაფიული პირი, რაც დედნის ტოლფასია. თქვენ წინაშეა სწორედ ამ პალეოგრაფიული პირის ფოტო.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
გამოქვეყნებული დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.