ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტი ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერის ახლადაღმოჩენილი ფრაგმენტია.
დოკუმენტი XV-XVI საუკუნეებით არის დათარიღებული. შესრულებულია ქაღალდზე, ნუსხურით; საზედაო ასოები - მთავრულითა და სინგურით, შავი მელნით.
ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში, ძველნაბეჭდი წიგნის რესტავრაციისას, ყდაში ხელნაწერების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მოგვიანებით, ეს ფრაგმენტები ორი სხვადასხვა ხელნაწერის - წმიდა მამათა თხრობებისა და ლიტურგიკული კრებულების შემადგენელ ნაწილებად დაჯგუფდა. ხელის მიხედვით ორივე მათგანი, ამ ეტაპისათვის, XV-XVI საუკუნეებით თარიღდება.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.