კვირის დოკუმენტი - ლევილის შატოს გეგმა, 1921 წელი - საქართველოს ეროვნული არქივი

კვირის დოკუმენტი - ლევილის შატოს გეგმა, 1921 წელი

ნახაზზე დატანილია ლევილის შატოს ოთახებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა განაწილების გეგმა.

ერთმანეთის მოპირდაპირე, დაახლოებით 14 და 19 კვ/მ ფართობის ოთახებში ბინა დაიდეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, აკაკი ჩხენკელმა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პირველმა თავმჯდომარემ, მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნოე რამიშვილმა.

დოკუმენტი დაცულია ლევილის ქართული სათვისტომოს ფონდში.

ფოტო ეროვნული არქივის პროექტის - კვირის დოკუმენტის - ფარგლებში ქვეყნდება.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.