14 იანვარი ლადო ასათიანის დაბადების დღეა. ეროვნული არქივი პროექტ „კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში წარმოგიდგენთ პოეტის დაბადების ჩანაწერს ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზის ეკლესიის მეტრიკული წიგნიდან (1917 წელი, 14 იანვარი). ჩანაწერის მიხედვით:ახალშობილის სახელია ვლადიმერი.მშობლები - თავადი მელქისედეკ გუჯუს ძე ასათიანი და „სჯულიერი ცოლი მისი“ ლიდა ბართლომეს ასული.ნათლიები - მოქალაქე სერგო ტოტიას ძე მახარაძე და თავად ნიკოლოზ ჩიქოვანის მეუღლე, ქრისტინე კაციას ასული.მონათლა მღვდელმა გიორგი მაისურაძემ და მედავითნე პარმენ ლომიძემ.