კვირის დოკუმენტი - ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატის ფოტო - საქართველოს ეროვნული არქივი

კვირის დოკუმენტი - ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატის ფოტო

X საუკუნის ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატის ფოტო გადაღებულია 1910 წელს ლაშხეთის თემის სოფელ ჩუკულში. დღემდე მოღწეულია ხატის მხოლოდ მარცხენა კარი წმიდა გიორგის გამოსახულებით და ქვედა ნაწილის მცირე დეტალები.

ხატის შუაში წარმოდგენილია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი; გვერდებზე - მოციქულები პეტრე და პავლე. მარჯვენა და მარცხენა კარებზე წმიდა მხედრები: წმიდა გიორგი და წმიდა თეოდორე.

ხატის შემორჩენილი ნაწილი, ჩუკულისა და ჯახუნდერის ეკლესიებიდან გატაცებულ სხვა ნივთების ფრაგმენტებთან ერთად,ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში1934 წლიდან ინახება. ხატის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, 1933 წელს ლეჩხუმისა და სვანეთის ეკლესიების ძარცვას შეეწირა.

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.