ციფრულად რესტავრირებულ დოკუმენტურ ფილმს „ხაბაზები“ მაყურებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზე დღეს, 9 სექტემბერს, 17:00 საათზე ონლაინპრემიერის ფორმატში იხილავს.
ღონისძიების ბმული:https://www.facebook.com/events/557082675718851
რეჟისორ ბიძინა რაჭველიშვილის დოკუმენტური ფილმი „ხაბაზები“ 1970 წელს „საქართველოს ტელეფილმების სტუდიის“ ბაზაზეა გადაღებული და პურის თონეში ცხობის ქართულ ტრადიციას ასახავს. ფილმი 2018 წელს ბოლონიის კინოფესტივალზე, საარქივო ფილმების სექციაში იყო ნაჩვენები. ეროვნული არქივი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მაყურებელს რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენებებს 2 კვირაში ერთხელ სთავაზობს.