კახეთის რეგიონის სკოლების 20-მდე მოსწავლე კახეთის რეგიონულ არქივს ეწვია - საქართველოს ეროვნული არქივი

კახეთის რეგიონის სკოლების 20-მდე მოსწავლე კახეთის რეგიონულ არქივს ეწვია

„სამოქალაქო განათლების, განვითარებისა და დასაქმების თელავის ცენტრის“ ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონულ არქივს ამავე რეგიონის საჯარო სკოლების 20-მდე მოსწავლე ეწვია და სამუშაო პროცესს გაეცნო.

მოსწავლეებმა არქივის ახალგახსნილ შენობაში საცავები, საგამოფენო და სამკითხველო დარბაზები დაათვალიერეს.

კახეთში რეგიონული არქივი მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა, სადაც დოკუმენტების საცავები საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყო.