ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა - საქართველოს ეროვნული არქივი

ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისი აკადემიურ, საგანმანათლებლო და ინტერკულტურულ თანამშრომლობას იწყებენ.

უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი ინტერესის სფეროებში ერთობლივი კვლევებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის, ასევე მეცნიერ-თანამშრომლებისა და სტუდენტების კვლევების ხელშეწყობას; ისტორიკოსებსა და არქივისტებს შორის ცოდნის გაზიარების წახალისებას ლექციების, კონფერენციების, სემინარებისა თუ სიმპოზიუმების საშუალებით; ინფორმაციისა და რელევანტური პუბლიკაციების გაზიარებას მხარეების ინტერესების შესაბამისად.

დოკუმენტს ხელი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეას ჰილგერმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მოაწერეს.