„კართაგენი უნდა დაინგრეს!“ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება ეროვნული არქივის კინოთეატრში - საქართველოს ეროვნული არქივი

„კართაგენი უნდა დაინგრეს!“ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება ეროვნული არქივის კინოთეატრში

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას, დაბადებიდან 80 წელი 26 მაისს სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ეროვნული არქივის კინოთეატრში ნაჩვენები იყო გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს!“

ფილმი, რომელიც მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება, გოგა ხაინდრავამ 2013 წელს გადაიღო.

ამასთან ერთად, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 22 მაისიდან 7 ივნისამდე მასპინძლობს მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილია მერაბ კოსტავას პირად არქივში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოები.