იუსტიციის მინისტრის მოადგილე მესტიის არქივის მუშაობას გაეცნო - საქართველოს ეროვნული არქივი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მესტიის არქივის მუშაობას გაეცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი მესტიის ადგილობრივ არქივს ეწვია და მის მუშაობას გაეცნო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და მესტიის ადგილობრივი არქივის თანამშრომლებმა ბუბა ლომუაშვილს არქივთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მესტიის ადგილობრივ არქივში 70 საარქივო ფონდის 12 000-მდე საარქივო საქმე ინახება.