იუსტიციის სახლში მომსახურება კიდევ უფრო გამარტივდება - საქართველოს ეროვნული არქივი

იუსტიციის სახლში მომსახურება კიდევ უფრო გამარტივდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირებს: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატასა და ეროვნული არქივს შორის დღეს რუსთავის იუსტიციის სახლში გააფორდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც მოქალაქეები იუსტიციის სახლებში ამ უწყებების მომსახურებას გამარტივებული ფორმით მიიღებენ.შესაბამისი ტრენინგის გავლის შედეგად, იუსტიციის სახლების ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, მოქალაქეს ზემოთაღნიშნული ყველა უწყების მომსახურება გაუწიოს. მაგალითად: მომხმარებელი ნოტარიუსთა პალატის სერვისს როგორც ნოტარიუსთა პალატის, ასევე, საჯარო რეესტრის, სამოქალაქო რეესტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლის დახმარებითაც მიიღებს.იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს ბრენდია, სადაც მოქალაქე იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების: ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეროვნული არქივის, საკანონმდებლო მაცნეს სერვისებს ერთ სივრცეში იღებს.იუსტიციის სახლებში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ეროვნული არქივის სხვადასხვა მომსახურებით: სოციალურ-უფლებრივი ხასიათის, ქონებრივი უფლების დამადასტურებელი, სამუშაო სტაჟის ცნობების მიღება, პასუხი თემატურ შეკითხვებზე. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, დაჩქარებული წესით;იუსტიციის სახლებში მოქალაქე სარგებლობს ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისითაც. ნოტარიუსთა პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები დოკუმენტები ინახება და მათი დამოწმებული ასლები გაიცემა. არქივის დოკუმენტაციის ელექტრონული ბაზა საშუალებას იძლევა, აღნიშნული სანოტარო აქტების დამოწმებული ასლები მოქალაქემ ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, ნოტარიუსთა პალატაში, იუსტიციის სახლებსა და სანოტარო ბიუროებში მიიღოს;ამასთან, იუსტიციის სახლებში ხორციელდება ყველა ის სერვისი, რასაც მოქალაქე საჯარო და სამოქალაქო რეესტრებში იღებს - ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია; დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განქორწინების რეგისტრაცია; პასპორტის, ID ბარათის, რეგისტრაციის ადგილის მოწმობის, სულადობის შესახებ ცნობის გაცემა; მოქალაქე იუსტიციის სახლეში სარგებლობს, აგრეთვე, ყველა იმ ონლაინ სერვისით, რასაც მოქალაქეებს ზემოთდასახელებული სამსახურები სთავაზობენ.