იუსტიციის სახლის განცხადება - საქართველოს ეროვნული არქივი

იუსტიციის სახლის განცხადება

ინტერნეტ პროვაიდერის ცენტრალური კაბელის დაზიანების გამო, იუსტიციის სახლებში რიგი სერვისების მიწოდება შეფერხდა.

კომპანია „სილქნეტის“ ინფორმაციით, ინტერნეტ პროვაიდერის კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური სადენი მექანიკურად დაზიანდა. კაბელის დაზიანების გამო, თბილისის იუსტიციის სახლს ინტერნეტის მიწოდება დღეს 10:53 საათზე შეუწყდა, რის გამოც რიგი სერვისების გაცემა შეფერხდა. კერძოდ, საუბარია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ზოგიერთ სერვისზე.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, იუსტიციის სახლთან ერთად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო და სისტემა ალტერნატიულ სერვერებზე გადაირთო. ამჟამად მიმდინარეობს ასევე სისტემის გადართვა დუბლირებულ ქსელზე, რის შემდეგაც სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. რიგი სერვისების გაცემა უკვე აღდგენილია.

რაც შეეხება ინტერნეტ პროვაიდერს, კომპანია „სილქნეტის“ მესვეურები აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად და ეცდებიან, ინტერნეტის მიწოდება მოკლე დროში აღუდგინონ იუსტიციის სახლს.

იუსტიციის სახლის ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი უხერხულობისთვის და იმედოვნებს, რომ პროვაიდერი უმოკლეს დროში შეძლებს პრობლემის აღმოფხვრას.