იოსებ ჯუგაშვილის დაბადების ჩანაწერი – კვირის დოკუმენტი - საქართველოს ეროვნული არქივი

იოსებ ჯუგაშვილის დაბადების ჩანაწერი – კვირის დოკუმენტი

გორის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერი, 1878 წელი.

ჩანაწერით ირკვევა, რომ სტალინი დაიბადა 6 (18 დეკემბერს) და მოინათლა 17 (29 დეკემბერს) დეკემბერს. ოფიციალურად მის დაბადების დღედ ცნობილია 21 დეკემბერი.

სტალინის მიერ დაბადების თარიღად 21 დეკემბრის არჩევის მოტივად ზოგიერთი მკვლევარი ასახელებს იმ ფაქტს, რომ 21 დეკემბრიდან დღე ზრდას იწყებს, ღამე კი იკლებს (ზამთრის მზებუდობა).

ჩანაწერში მოცემულია ინფორმაცია იოსების მშობლების შესახებ: გორში მცხოვრები გლეხი ბესარიონ ივანეს ძე ჯუგაშვილი და ეკატერინე გაბრიელის ასული. იოსები მოუნათლავს მიხეილ შიოს ძე ციხითათრიშვილს.

ნათლობის საიდუმლო შეუსრულებია დეკანოზ სოლომონ ხახანაშვილს.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.