იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სამზრუნველოს ფონდი - საქართველოს ეროვნული არქივი

იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სამზრუნველოს ფონდი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სამზრუნველოს ფონდი, რომლის შესახებ ინფორმაცია ფონდების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სამზრუნველოს ფონდი მოიცავს 1881–1918 წლების 582 შესანახ ერთეულს. საეკლესიო სამზრუნველო დაარსდა 1881 წლის 9 იანვარს და ლიკვიდირებული იქნა 1918 წლის 5 აგვისტოს.ფონდში ინახება მასალები მღვდელმსახურთა მამულებსა და ქვრივ–ობლებისათვის მეურვეობის დაწესებაზე, მღვდელმსახურთა მიერ სამზრუნველოსთვის ფულად შემოწირულობებზე, გურია-სამეგრელოს ეპარქიაში განსაკუთრებული სასულიერო სამზრუნველოს დაარსებაზე; ასევე, დაცულია შემოსავალ-გასავლის ანგარიშები, დოკუმენტები იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის მიერ სამზრუნველოს თანამშრომელთა დანიშვნის შესახებ, ნებართვები სხვადასხვა პირზე მათი მამულების გაყიდვის შესახებ, თხოვნები დახმარების მიღებაზე, გარდაცვლილი მღვდლების დარჩენილი ქონების აღწერები, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის მიერ გაცემული ინფორმაცია ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში დასაქმებულ ადმინისტრაციულ პერსონალზე.ფონდს საქმეების მიხედვით აქვს დართული პირთა ალფავიტური საძიებელი, რაც დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს სწრაფად მიიღოს საჭირო ინფორმაცია.