გერმანული ზღაპრების ქართული აუდიოვერსია ინტერნეტში განთავსდა - საქართველოს ეროვნული არქივი

გერმანული ზღაპრების ქართული აუდიოვერსია ინტერნეტში განთავსდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს აუდიოარქივში დაცული ზღაპრების ციფრული ვერსიის ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებას. ქართული ზღაპრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მსოფლიო ხალხთა ზღაპრების პროექტზე - ამ დროისათვის მსმენელისათვის უკვე ხელმისაწვდომია ძმები გრიმების გერმანული ზღაპრები.

პროექტი „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ ბავშვებისთვის შეიქმნა და იგი ონლაინსივრცეში ზღაპრების აუდიოვერსიის ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. პროექტის პირველ ეტაპზე მაგნიტური ფირებიდან და გრამფირფიტებიდან ციფრულ მატარებელზე გადაწერილი 42 ქართული ზღაპარი გამოქვეყნდა, ამჯერად კი მას დაემატა 9 გერმანული ზღაპარი, რომლებიც ზღაპრების აუდიოჩანაწერების ვებგვერდზე https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia აიტვირთა და ყველასთვის, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის, ეროვნული არქივის ოფიციალური ვებგვერდის http://www.archives.gov.ge/ge/Msoplio_Khalkhta_Zgaprebi საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი. პროექტისათვის შექმნილია, ასევე, სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/GeorgianTales.

ზღაპრებს პატარებისთვის ცნობილი ქართველი მსახიობები- მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი - კითხულობენ.