საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში გაზეთ „ტიფლისსკი ლისტოკის“ 1912-1913 წლებში გამოცემული ნომრების რესტავრაცია ჩატარდა.ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში, უნიკალურ წიგნებთან ერთად, დაცულია პერიოდული გამოცემებიც. რუსულენოვანი გაზეთი „ტიფლისსკი ლისტოკი“ მკვლევარების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ვინაიდან ის არამარტო საქართველოს, არამედ ამიერკავკასიაში მიმდინარე მოვლენებს ასახავდა.ყოველდღიური, ილუსტრირებული „ტიფლისსკი ლისტოკი“ თბილისში 1886-1919 წლებში გამოდიოდა და ლიტერატურულ-პოლიტიკური გამოცემა იყო. აქ, ძირითადად, იბეჭდებოდა ქრონიკა და ახალი ამბები.ამ ეტაპზე რესტავრირებულია 142 ნომერი, რომელიც 355 ფურცლისაგან შედგება. დაზიანებული ფურცლებს ჩაუტარდა დეზინფექცია, დამუშავდა თითოეული გვერდი, გამაგრდა ფურცლის კიდეები და დაიფარა კონდენსატორული ქაღალდით.გაზეთის რესტავრირებული ნომრები ბიბლიოთეკის საცავში დაბრუნდება და მკითხველებისათვის ხელმისაწვდომი გახდება.