განცხადება აუქციონის გამოცხადების თაობაზე - საქართველოს ეროვნული არქივი

განცხადება აუქციონის გამოცხადების თაობაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსსსიპ საქართველოს ეროვნული არქივი (მდებარე: ვაჟა-ფშაველას გამზ.№1) აცხადებს აუქციონს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით

1. აუქციონში მონაწილეებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2011 წლის 4 მაისის დღის 10:00 საათიდან, 2011 წლის 2 ივნისის დღის 12:00 საათამდე.მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, №1.საკონტაქტო ტელეფონი: 38 14 25, 877 13 03 13;საკონტაქტო პირი: ზურაბ ენაგელი (შესყიდვების განყოფილება);აუქციონი ჩატარდება 2011 წლის 2 ივნისს 17:00 სთ-ზე. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1, II სართული.2. სსიპ ეროვნული არქივი (მდებარე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1) აცხადებს საჯარო აუქციონს, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით.3. სარგებლობით გადასაცემი ფართი:საქართველოს ეროვნული არქივის ბალანსზე რიცხული შენობის (მდებარე: ვაჟა-ფშაველას გამზ.№1) სახურავზე, მობილური კავშირგაბმულობისათვის, საბაზისო სადგურის, საანტენო საფიდერო მოწყობილობებისა და სახურავზე ანტენის მონტაჟისათვის, 10 კვმ ფართი.4. პირობა1. სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება საქართველოს ეროვნული არქივის ბალანსზე რიცხული შენობის (მდებარე: ვაჟა-ფშაველას გამზ.№1) სახურავზე, მობილური კავშირგაბმულობისათვის, საბაზისო სადგურის, საანტენო საფიდერო მოწყობილობებისა და სახურავზე ანტენის მონტაჟისათვის.პირობა 2. დასკვნა კომპეტენტური ორგანოებიდან ობიექტის საქმიანობით გამოწვეული მავნე ფიზიკური ზემოქმედების გავლენის შესახებ მიმდებარე ტერიტორიის გარემოზე; პირობა 3. დასკვნა კომპეტენტური ორგანოდან მოსახლეობის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ;პირობა 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ აუცილებელ პირობას.5. სარგებლობის საწყისი ფასია თვეში 800 (რვაასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დღგ-გარეშე.6. აუქციონში მონაწილემ უნდა გადაიხადოს ელექტრონული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადასაცემი საწყისი საფასურის 30% - 240 (ორასორმოცი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.7. ბიჯის სიდიდე განისაზღვრება - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და ბილეთის საფასური - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;8. მეექვსე და მეშვიდე პუნქტებში მითითებული თანხები უნდა ჩაირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე:თანხის მიმღები - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიმიმღების საიდენტიფიკაციო კოდი - 211358957მიმღების ბანკი - სს ,,ლიბერთი ბანკის“ ცენტრალური ფილიალიმიმღების ბანკის კოდი - 220101480მიმღების ანგარიშის ნომერი – GE03LB0121160105327000.9. სარგებლობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.10. გრძელვადიანი (1 წელზე მეტი ვადით) ხელშეკრულების გაფორმებისას აუქციონში მონაწილე პირმა უნდა გაითვალისწინოს არსებული ინფლაცია და საბაზრო ფასების ცვლილებები.11. სარგებლობის პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება (თუ ასეთი იარსებებს) უნდა გადაიხადოს მოიჯარემ არსებული წესების დაცვით.12. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზანია,სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდება პირობებით – სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.13. საჯარო აუქციონში გამარჯვების ოქმის გაცემიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაშიმხარეთა (სახელმწიფო ქონების გადამცემსა და სახელმწიფო ქონების მიმღებს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც დაინტერესებულ პირებს გასაცნობად გადაეცემა წინასწარ, განაცხადის შემოტანამდე, განაცხადის დადგენილ ფორმასთან ერთად საკონტაქტო პირის მიერ - სსიპ ეროვნული არქივის შესყიდვების განყოფილებაში.14. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა აუქციონის რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს:ა) განაცხადი (განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაწილეობის მსურველ პირზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყის საფასურს);ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ ორგანოს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);ვ) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;ზ) ყველა სხვა დოკუმენტაციას, რომელიც აკმაყოფილებს განცხადებაში მითითებულ პირობებს.