დღეს, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა ეროვნულ არქივში ამ ისტორიული ფაქტის ამსახველი საარქივო დოკუმენტების დედნები:
დამფუძნებელი კრება იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 1919 წლის 14-16 თებერვალს საყოველთაო, ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით აირჩია საქართველოს მოსახლეობამ.დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა კი 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა.დამფუძნებელი კრების წევრთა შორის 5 ქალი იყო.
გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.