გალაკტიონი 130 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა ონლაინპროექტი მიუძღვნა - საქართველოს ეროვნული არქივი

გალაკტიონი 130 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა ონლაინპროექტი მიუძღვნა

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ონლაინპროექტით ეხმიანება. არქივში დაცული მისი ავტოგრაფული ჩანაწერები, უბის წიგნაკები, პირადი ნივთები, ჩანახატები და ლექსები, პორტრეტები, ფოტოები, კინო და ფონოდოკუმენტები ეროვნული არქივის მულტიმედიურ გვერდზე განთავსდა – https://archive.gov.ge/ge/galaktioni-1.

გალაკტიონის ავტოგრაფები და ფოტომასალის დიდი ნაწილი ვახტანგ გურგენიძის პირად ფონდში ინახება. უბის წიგნაკები დღემდე გამოუყენებელ და ნაკლებად ცნობილ ტექსტებს ინახავს, რაც საინტერესოა არა მხოლოდ გალაკტიონის მკვლევრებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.

გალაკტიონი 1891 წლის 17 ნოემბერს ვანში, სოფელ ჭყვიშში დაიბადა.