X საუკუნით დათარიღებული ფსალმუნები მიმდინარე კვირის დოკუმენტია.
2 ფურცელი; ეტრატი; ტექსტი ასომთავრულით, სათაურები და საზედაო ასოები კი - სინგურით არის შესრულებული. რედაქციული თვალსაზრისით, ხელნაწერი ქართულ ფსალმუნთა ერთ-ერთ უადრეს თარგმანს მიჰყვება.
ამ ხელნაწერის სხვა ნაწილი, ასევე ფრაგმენტული სახით, დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ხელნაწერით დასტურდება, რომ უკვე მეათე საუკუნეში საქართველოში არსებობდა ფსალმუნთა არაერთი თარგმანი და ნუსხა, რაც ჩვენს ქვეყანაში მწიგნობრობის მაღალ კულტურასა და უცხოეთის უმძლავრეს კულტურულ კერებთან აქტიურ ურთიერთობაზე მიუთითებს.
დაცულია ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილების ხელნაწერთა ფონდში.
2015 წელს, ეროვნული არქივის შვიდ სხვა ხელნაწერთან ერთად, შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.