ეროვნულმა არქივმა ევგენი მიქელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ონლაინგამოფენა მოამზადა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულმა არქივმა ევგენი მიქელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ონლაინგამოფენა მოამზადა

ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა.

გვერდზე წარმოდგენილია 1937 წელს რეპრესირებული ხელოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დღემდე მოღწეული ფოტოები, კინოკადრები, პირადი ნივთები, აუდიოჩანაწერები, მოგონებები, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს.

დოკუმენტებს შორის გამორჩეულია ევგენი მიქელაძის დირიჟორობით შესრულებული ოპერა „დაისის“ შესავლისა და „ქართული სუიტის“ ფრაგმენტის აუდიოჩანაწერები.

მულტიმედიური გვერდი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/evgeni-mikeladze-1