ეროვნული არქივის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟირების მორიგი პროგრამა დასრულდა. 29 მაისს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ცხრამეტ სტაჟიორს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ეროვნული არქივის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სტაჟიორობის მსურველთაგან 2012 წლის ნოემბერში კონკურსის წესით ოცდაათი კანდიდატი შეირჩა. ისინი 26 ნოემბერიდან სტაჟირებისათვის განაწილებულნი იყვნენ: საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტების, თბილისის ცენტრალურ არქივებში, აღმოსავლეთის რეგიონალურ არქივში, ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის განყოფილებებში, დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიასა და სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში.

სტაჟიორთა ნაწილმა სტაჟირება 3 თვის შემდეგ დაასრულა, უმეტესობა კი პროგრამაში სრულად - 6 თვის განმავლობაში მონაწილეობდა.ეროვნულ არქივში სტაჟირების მორიგი კონკურსი უახლოეს ხანში გამოცხადდება.