ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ყირგიზეთის დელეგაციამ დაათვალიერა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ყირგიზეთის დელეგაციამ დაათვალიერა

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრს, ურან ახმეტოვსა და ყირგიზეთის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელს, აზიზ აბაკიროვს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა უმასპინძლეს.

საგამოფენო პავილიონში სტუმრებმა დაათვალიერეს აკაკი შანიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა. დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ რესტავრაციის ლაბორატორიისა და დიგიტალიზაციის ჯგუფის მუშაობას.

ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად ჩამოვიდა.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით აშენდა და 2016 წლის 19 ივლისს გაიხსნა. პავილიონის ფუნქციაა ფართომასშტაბიანი გამოფენებისა და ღონისძიებების მეშვეობით საზოგადოებას წარუდგინოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი და მდიდარი მასალა.