ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაცია - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2017 წლის 6 თვის განმავლობაში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 14 221 ქაღალდის და 30 ეტრატის ფურცელს, 770 ფოტოპოზიტივს, 14 რუკას, 35 ტექნიკურ ნახაზს, 5 აფიშას, 68 გაზეთს და სხვა საარქივო მასალას.

რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული მე-18-მე-19 საუკუნეების 200-მდე საბუთი, მათ შორის: მეფების სიგელები, წყალობის, ნასყიდობის წიგნები, განაჩენები, სხვა ისტორიული საბუთები.

გარდა ამისა, სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტებს.

უახლესი ისტორიის არქივის რესტავრირებულ დოკუმენტებს შორისაა: ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენის“ კლავირი; ა.შანიძის მიერ შედგენილი ქართული ენის გრამატიკის პროგრამები, სახელმძღვანელო გეგმები, ჩანაწერები ექსპედიციის შედეგების გამოცემისათვის და სხვა.

რესტავრირებულ ფოტოდოკუმენტებს შორის აღსანიშნავია ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის (1922-24 წწ.) ფოტოალბომი; საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნის (1951 წლის 27 მაისი) ფოტოალბომი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და ინვენტარით აღიჭურვა, რაც შესაძლებელს ხდის კიდევ უფრო მაღალი დონის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას და რესტავრატორთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.