ეროვნული არქივი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

სლოვენიის ქალაქ რადენცში მიმდინარეობს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციათემაზე: „ტექნიკური პრობლემები ტრადიციულ და ელექტრონულ არქივებში“, რომელზეც საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორი ანტონ ვაჭარაძე დღეს წარდგა მოხსენებით:„ფონდების აღწერისას წარმოქმნილი პრობლემები პოსტსაბჭოთა ქვეყნების არქივებში“.

საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორია სლოვენიის ქალაქ მარიბორის რეგიონული არქივი, ხოლო მხარდამჭერი - არქივების საერთაშორისო საბჭო.

ღონისძიებაში 20-მდე ქვეყნის არქივებისა და ბიბლიოთეკების წარმომადგენლები მონაწილეობენ.