ეროვნული არქივი საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივი საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ხელმძღვანელობით ნორვეგიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსლოში 11-19 სექტემბერს დაგეგმილ არქივების საერთაშორისო საბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაში „ნდობა და ხელმისაწვდომობა. ციფრული ინფორმაციის მართვის თანამედროვე სისტემა“. ღონისძიების ორგანიზატორი არქივების საერთაშორისო საბჭოსთან ერთად არის ნორვეგიის ეროვნული არქივი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ქვეყნის არქივის დელეგაცია. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან.