ეროვნული არქივი საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის შეხვედრაში მონაწილეობს - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივი საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS)მიერორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობს.

ღონისძიება 23 ნოემბერს გაიხსნა. რიგით მე-16 შეხვედრაზე, რომელიც ავსტრიაში, ქალაქ სანქტ-პელტენში იმართება, განხილვის თემაა „კულტურული მემკვიდრეობა ახლო აღმოსავლეთში: არსებული საფრთხეები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო გეგმა მომავლის დასაცავად“.

შეხვედრაში 15-მდე ქვეყნის არქივების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღონისძიება 25 ნოემბერს დასრულდება.